აზერბაიჯანში COVID-19-ის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 235 647-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 3 232 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 229 267 პაციენტი, ხოლო 3 148 პირი ამ დრომდე მკურნალობს. ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 2 627 991 ტესტი ჩატარდა.