აზერბაიჯანში COVID-19-ის 353 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 353 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 236 365-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 3 238 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 229 591 პაციენტი, ხოლო 3 536 პირი ამ დრომდე მკურნალობს. ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 2 645 206 ტესტი ჩატარდა.