აზერბაიჯანში COVID-19-ის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 335 437-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. COVID-19-ის შედეგად სულ ქვეყანაში გარდაიცვალა 4 961 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 329 462 პაციენტი, ხოლო 1 014 პირი ამ დრომდე მკურნალობს. ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 3 668 281 ტესტი ჩატარდა.