აზერბაიჯანში COVID-19-ის 412 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 412 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 340 057-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 5 002 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 331 907 პაციენტი, ხოლო 3 148 პირი ამ დრომდე მკურნალობს. ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 3 965 397 ტესტი ჩატარდა.