აზერბაიჯანში COVID-19-ის 431 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 431 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 344 951-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 5 030 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 333 267 პაციენტი, ხოლო 6 654 პირი ამ დრომდე მკურნალობს. ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 4 049 978 ტესტი ჩატარდა.