აზერბაიჯანში COVID-19-ის 474 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 474 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 225 820-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 2 957 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 212 120 პაციენტი, ხოლო 10 743 პირი ამ დრომდე მკურნალობს.

ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 2 287 959 ტესტი ჩატარდა.