აზერბაიჯანში COVID-19-ის 528 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 528 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 44 317-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 623 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 39 903 პაციენტი, ხოლო 3 791 პირი ამ დრომდე მკურნალობს.

ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 1 218 935 ტესტი ჩატარდა.