აზერბაიჯანში COVID-19-ის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 335 625-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 4 965 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 329 794 პაციენტი, ხოლო 866 პირი ამ დრომდე მკურნალობს. ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 3 698 172 ტესტი ჩატარდა.