აზერბაიჯანში COVID-19-ის 584 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 584 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 45 879-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 635 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 40 272 პაციენტი, ხოლო 4 972 პირი ამ დრომდე მკურნალობს.

ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 1,241,664 ტესტი ჩატარდა.