აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 601 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 224 651-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 2 909 ადამიანი.
გამოჯანმრთელდა 208 681 პაციენტი, ხოლო 13 061 პირი ამ დრომდე მკურნალობს.
ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 2 267 923 ტესტი ჩატარდა.