აზერბაიჯანში COVID-19-ის 73 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 73 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 335 065-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების არც ერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 4 951 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 328 194 პაციენტი, ხოლო 1 920 პირი ამ დრომდე მკურნალობს. ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 3 606 364 ტესტი ჩატარდა.