აზერბაიჯანში COVID-19-ის 755 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 755 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 608 815-მდე გაიზარდა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 8 167 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 583 914 პაციენტი, ხოლო 16 734 პირი ამ დრომდე მკურნალობს. ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 5 729 433 ტესტი ჩატარდა.