აზერბაიჯანში COVID-19-ის 802 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 802 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 221 401-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 2 792 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 199 213 პაციენტი, ხოლო 19 396 პირი ამ დრომდე მკურნალობს.

ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 2 222 629 ტესტი ჩატარდა.