აზერბაიჯანში COVID-19-ის 803 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 803 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 220 265-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 2 733 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 194 843 პაციენტი, ხოლო 22 689 პირი ამ დრომდე მკურნალობს.

ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 2 210 426 ტესტი ჩატარდა.