აზერბაიჯანში COVID-19-ის 806 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 806 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 313 812-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 4 402 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 280 403 პაციენტი, ხოლო, 29 007 პირი ამ დრომდე მკურნალობს. ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 3,1 მილიონზე მეტი ტესტი ჩატარდა.