აზერბაიჯანში COVID-19-ის 879 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 879 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 244 303-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 3 325 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 232 228 პაციენტი, ხოლო 8 750 პირი ამ დრომდე მკურნალობს. ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 2 756 457 ტესტი ჩატარდა.