აზერბაიჯანში COVID-19-ის 931 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 931 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 345 882-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 5 034 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 333 492 პაციენტი, ხოლო 7 356 პირი ამ დრომდე მკურნალობს. ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 4 060 235 ტესტი ჩატარდა.