აზერბაიჯანში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 10,991-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 329 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა რაოდენობა 10,991-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიულ შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 133 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 6 075 პაციენტი. ხოლო 4 783 პაციენტი ამ დრომდე მკურნალობს.

ქვეყანაში ჯამში 397 399 ტესტი ჩატარდა.