აზერბაიჯანში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 10324-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 367 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა რაოდენობა 10324-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიულ შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 122 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 5739 პაციენტი. ხოლო 4463 პაციენტი ამ დრომდე მკურნალობს.

ქვეყანაში ჯამში 386 898 ტესტი ჩატარდა.