აზერბაიჯანში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 11 329-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 338 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა რაოდენობა 11 329-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიულ შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 139 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 6 192 პაციენტი. ხოლო 4 998 პაციენტი ამ დრომდე მკურნალობს.

ქვეყანაში ჯამში 403 499 ტესტი ჩატარდა.