აზერბაიჯანში COVID 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 1592-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა რაოდენობა 1592-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიულ შტაბი ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში ერთი ადამიანი გარდაიცვალა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 21 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1013 პაციენტი.

558 პაციენტი ამ დრომდე მკურნალობს.