აზერბაიჯანში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 18 684-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 572 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 18 684-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 228 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 10 425 პაციენტი. ხოლო 8,031 პირი ამ დრომდე მკურნალობს.

ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 495 828 ტესტი ჩატარდა.