აზერბაიჯანში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 19 267-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 583 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 19 267-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 235 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 10 820 პაციენტი. ხოლო 8,212 პირი ამ დრომდე მკურნალობს.

ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 502,965 ტესტი ჩატარდა.