აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 534 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 19 801-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 241 ადამიანი.
გამოჯანმრთელდა 11 291 პაციენტი. ხოლო 8 269 პირი ამ დრომდე მკურნალობს.
ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 509 811 ტესტი ჩატარდა.