აზერბაიჯანში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 1932-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა რაოდენობა 1932-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიულ შტაბი ავრცელებს.

COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 25 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 1441 პაციენტი, მათ შორის 30 გასული 24 სათის განმავლობაში.

466 პაციენტი ამ დრომდე მკურნალობს.