აზერბაიჯანში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 2 422-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 143 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა რაოდენობა 2 422-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიულ შტაბი ავრცელებს.

COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 31 ადამიანი. დაავადებას სამი ადამიანი ემსხვერპლა გასული 24 საათის განმავლობაში.

გამოჯანმრთელდა 1 620 პაციენტი.

771 პაციენტი ამ დრომდე მკურნალობს. 29-ის მდგომარეობა მძიმეა.