აზერბაიჯანში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 22 464-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 548 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 22 464-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 284 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 13 591 პაციენტი. ხოლო 8 589 პირი ამ დრომდე მკურნალობს.

ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 544 735 ტესტი ჩატარდა.