აზერბაიჯანში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 22 990-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 526 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 22 990-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 292 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 14 093 პაციენტი. ხოლო 8 605 პირი ამ დრომდე მკურნალობს.

ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 552 311 ტესტი ჩატარდა.