აზერბაიჯანში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 2204-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 77 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა რაოდენობა 2204-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიულ შტაბი ავრცელებს.

COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 28 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 1551 პაციენტი.

625 პაციენტი ამ დრომდე მკურნალობს. 25-ის მდგომარეობა მძიმეა.