აზერბაიჯანში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 23 521-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 531 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 23 521-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 298 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 14 607პაციენტი. ხოლო 8 616 პირი ამ დრომდე მკურნალობს.

ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 560 356 ტესტი ჩატარდა.