აზერბაიჯანში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 26 165-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 493 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 26 165-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 334 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 17 256 პაციენტი. ხოლო 8 575 პირი ამ დრომდე მკურნალობს.

ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 601 500 ტესტი ჩატარდა.