აზერბაიჯანში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 28 633-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 391 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 28 633-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 385 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 20 443 პაციენტი. ხოლო 7 805 პირი ამ დრომდე მკურნალობს.

ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 649 953 ტესტი ჩატარდა.