აზერბაიჯანში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 29 633-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 321 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 29 633-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 408 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 22 082 პაციენტი. ხოლო 7 551 პირი ამ დრომდე მკურნალობს.

ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 670 ათასზე მეტი ტესტი ჩატარდა.