აზერბაიჯანში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 30 446-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 396 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 30 446-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 423 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 23 242 პაციენტი. ხოლო 6 781 პირი ამ დრომდე მკურნალობს.

ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 690 386 ტესტი ჩატარდა.