აზერბაიჯანში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 30 858-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 412 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 30 858-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 430 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 23 873 პაციენტი. ხოლო 6 555 პირი ამ დრომდე მკურნალობს.

ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 698 815 ტესტი ჩატარდა.