აზერბაიჯანში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 31 221-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 363 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 31 221-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 438 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 24 495 პაციენტი. ხოლო 6 288 პირი ამ დრომდე მკურნალობს.

ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 708 632 ტესტი ჩატარდა.