აზერბაიჯანში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 32 443-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 286 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 32 443-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 462 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 27 113 პაციენტი, ხოლო 4 868 პირი ამ დრომდე მკურნალობს.

ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 738 963 ტესტი ჩატარდა.