აზერბაიჯანში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 32 684-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 241 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 32 684-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 468 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 27 760 პაციენტი, ხოლო 4 456 პირი ამ დრომდე მკურნალობს.

ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 744 837 ტესტი ჩატარდა