აზერბაიჯანში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 32 910-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 32 910-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 473 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 28 348 პაციენტი, ხოლო 4 089 პირი ამ დრომდე მკურნალობს.

ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 751 246 ტესტი ჩატარდა