აზერბაიჯანში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 33 481-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 105 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 33 481-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 488 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 30 056 პაციენტი, ხოლო 2 937 პირი ამ დრომდე მკურნალობს.