აზერბაიჯანში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 33 647-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 79 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 33 647-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 492 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 30 642 პაციენტი, ხოლო 2 513 პირი ამ დრომდე მკურნალობს.

ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 790 141 ტესტი ჩატარდა