აზერბაიჯანში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 33 731-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 84 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 33 731-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 495 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 30 856 პაციენტი, ხოლო 2 380 პირი ამ დრომდე მკურნალობს.

ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 796 459 ტესტი ჩატარდა.