აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 91 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 33 915-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 500 ადამიანი.
გამოჯანმრთელდა 31 269 პაციენტი, ხოლო 2 146 პირი ამ დრომდე მკურნალობს.
ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 812 033 ტესტი ჩატარდა.