აზერბაიჯანში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 34 018-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 103 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 34 018-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 504 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 31 490 პაციენტი, ხოლო 2 024 პირი ამ დრომდე მკურნალობს.

ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 820 002 ტესტი ჩატარდა.