აზერბაიჯანში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 34 107-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 89 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 34 107-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 506 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 31 697 პაციენტი, ხოლო 1 904 პირი ამ დრომდე მკურნალობს.

ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 820 ათასზე მეტი ტესტი ჩატარდა.