აზერბაიჯანში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 34 921-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 162 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 34 921-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 512 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 32 682 პაციენტი, ხოლო 1 727 პირი ამ დრომდე მკურნალობს.

ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 861 788 ტესტი ჩატარდა.