აზერბაიჯანში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 35 274-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 169 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 35 274-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 518 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 32 993 პაციენტი, ხოლო 1 763 პირი ამ დრომდე მკურნალობს.

ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 870 ათასზე მეტი ტესტი ჩატარდა.