აზერბაიჯანში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 35 426-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 35 426-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 519 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 33 104 პაციენტი, ხოლო 1 803 პირი ამ დრომდე მკურნალობს.

ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 878 667 ტესტი ჩატარდა.