აზერბაიჯანში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 36 732-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 154 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 36 732-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 538 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 34 116 პაციენტი, ხოლო 2 078 პირი ამ დრომდე მკურნალობს.

ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 935 396 ტესტი ჩატარდა.