აზერბაიჯანში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 36 899-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 167 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 36 899-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 541 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 34 264 პაციენტი, ხოლო 2 094 პირი ამ დრომდე მკურნალობს.

ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 942 265 ტესტი ჩატარდა.